суббота, 12 декабря 2009 г.

პროექტი

გადავარჩინოთ საქართველოს ტყეები!


"ბუნება ყოველთვის მართალია, შეცდომებს
მხოლოდ ადამიანი უშვებს.''
გოეთე
როექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა შეაგროვონ ინფორმაცია ტყის მნიშვნელობაზე.განსაზღვრონ ტყის როლი ფრინველთა,'ცხოველთა და ადამიანთა ცხოვრებაში.შეისწავლონ ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა.გაეცნონ ტყისადმი მიძღვნილ ხელოვნების ნიმუშებს;
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები არკვევენ რა როლი უკავია ტყეს ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრებაში.რა სახის ტყეებია გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.იკვლევენ საკითხს:ტყე და ადამიანის ჯანმრთელობა.იკვლევენ რა სასარგებლო და საზიანო მოქმედებები შეიძლება განახორციელოს ადამიანმა ტყის მიმართ.გაარკვიონ რა საფრტხე შეუქმნა ადამიანმა ტყეს.როგორია მათთან ახლოს მდებარე ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა.ტყის მასობრივი გაჩეხვა გამოიწვევს თუ არა ფრინველთა და ცხოველთა გადაშენებას.მწვანე საფარის განადგურება იწვევს თუ არა სტიქიურ მოვლენებს.გაარკვიონ ტყის განსაკუთრებული მნიშვნელობა მთიან რაიონებში.მოიძიონ ინფორმაცია "წითელ წიგნში'' შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ.რა ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო ტყის განადგურების თავიდან აცილების მიზნით.გასვლითი ღონისძიებების დაგეგმვა,ინტერვიუს აღება,ფოტომასალის მოგროვება,მოძიებული ინფორმაციის განთავსება ვებ-გალერეაში.აგროვებენ ამა თუ იმ მწერლის შემოქმედებაში ტყისადმი
მიძღვნილ ლექსებს.
მონაჭილეთა ასაკი: 4 -6კლასები
ვადები/ხანგრძლივობა: 4-8 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, დახარისხება, პლაკატების დამზადება, ნახატების გამოფენა, ნამუშევრების განთავსება
ბლოგში, ტყის გაჩეხვისადმი პროტესტი გამოხატონ ლექსების მხატვრული წაკითხვით,
დახატვით.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნას ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიაანთი დაკვირვების შედეგებს, შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლე ქმნის ვებ-გვერდს, სადაც განათავსებს ინფორმაციას, მოჰყავს არგუმენტები, რომლითაც ასაბუთებს,რომ მის მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.
ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:
ქართული ლიტერატურა: საკომუნიკაციო უნარები (წერა-კითხვა, მოსმენა, საუბარი)
გეოგრაფიასთან:ხელოვნებასთან: სილამაზის აღქმა, შეგრძნება;
პროექტის ფასილიტატორი: elza wikadzen
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: wikadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: nikusha-qazwsxedcr. blogspot.com